„ყველა საჭირო ღონისძიება გატარებულია მომართვისთანავე“ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 13 წლის გოგოზე

პუბლიკა

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან აცნობეს.

„სააგენტო შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩაერთო აღნიშნულ საქმეში. მცირეწლოვანი და მისი ახლადდაბადებული შვილი შეყვანილია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში. მათ შორის, საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა საჭირო ღონისძიება გატარებულია იმ წუთიდანვე, როცა მომართვა შემოვიდა პოლიციიდან. გამოძიება მიმდინარეობს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.


გორის მუნიციპალიტეტში 13 წლის გოგომ იმშობიარა. მან ბავშვი რამდენიმე თვის წინ გააჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქმეზე სისხლის სამართლის 140-ე მუხლით, რაც თექვსმეტი წლის ასაკის მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ ბრადებული დაკავებულია. ის პოლიციამ თებერვალში დააკავა.

შემთხვევის შესახებ წყარო ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთს“ უყვება. როგორც გამოცემა წერს, დაკავებული ოჯახის ნაცნობი იყო, ძალადობას კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგო 12 წლის იყო.