პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის რაიონში, სოფელ ნერგეეთში ჩავიდა. ის ადგილზე ვითარებას გაეცნო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
კობახიძემ მედიას განუცხადა, რომ ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, მათ შორის, განსახლებასთან და კომპენსაციებთან დაკავშირებით.
„ყველა ზომა მიღებული იქნება, სადაც საჭირო არის განსახლება ხელისუფლება ზომებს ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს, სადაც საჭიროა კომპენსაციები ზომები ამის შესახებაც იქნება მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან რთული შემთხვევა იყო. თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა.
სტიქიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი, დედა-შვილი, დღეს უნდა დარკძალონ.