„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი მზად არის რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთვის“, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP News Agency ავრცელებს.
#BREAKING France’s foreign minister warns ‘all elements’ are in place for ‘major offensive’ by Russia against Ukraine pic.twitter.com/hy40jbZsO4
— AFP News Agency (@AFP) February 14, 2022
ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
„ჩვენ გვჯერა ჩვენი სამხედროების, მათაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი ერთობა.
გვითხრეს, რომ 16 თებერვალს იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ჩვენ ავაფრიალებთ სახელმწიფო დროშებს და დავიბნევთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და დავანახებთ მსოფლიოს ჩვენს ერთობას.
ციდან გვიყურებს ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და სამოქალაქო პირი. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას. ჩვენ ყველას გვსურს ბედნიერად ცხოვრება, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს. დანებება არასდროს შეგვძლებია და არც ვაპირებთ ამის სწავლას. გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.