ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინა „ჩვენი“ გახდეს - ლუკაშენკა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „მათი“ გახდეს, რადგან არ ესმის ახლანდელი უკრაინის, სადაც ნაციონალისტური მღელვარებაა.

„მე არასდროს ვიქნები იმ ნაციონალისტური მღელვარების მხარეს, რომელიც დღეს უკრაინაშია. გესმით? მე ყველაფერს ვიზამ, რომ უკრაინა „ჩვენი“ გახდეს.

ის ჩვენი უკრაინაა, იქ ჩვენი ერია. ეს უბრალოდ ემოცია არაა, ეს ჩემი ღრმა რწმენაა. ამიტომ, თუ რუსეთი უკრაინისგან მომდინარე აგრესიის წინაშე აღმოჩნდება, ჩვენ რუსეთთან ვიქნებით მჭიდრო იურიდიული, ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირით“, – თქვა ლუკაშენკამ Россия сегодня-ის ეთერში.