ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს - გახარია

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე – გამოცხადდება თუ არა აკადემიური წელი? – პრემიე- მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მთავრობა ყველაფერს ცდილობს, რომ ეს არ მოხდეს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს. იმიტომ, რომ ამას თავისი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას. დისტანციური განათლება სრულფასოვან საკლასო განათლებას ვერ შეცვლის, მაგრამ დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში, როცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს დისტანციური განათლების გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ „იმედის” ეთერში.