რუსეთის საგარეო საქმეთე მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებზე განაცხადა, რომ რუსეთი „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არანაირად აღარ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე“. მისივე თქმით რუსეთი ამ პრობლემებს „გაუმკლავდება“ და ამ მდგომარეობიდან „უფრო ჯანსაღი ფსიქიკითა და ცნობიერებით გამოვა“.
„რაც შეეხება ეკონომიკურ პრობლემებს, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. როგორც ვუმკლავდებოდით სირთულეებს ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე, როდესაც ეს სირთულეები თავს იჩენდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვალთ სრულიად გაჯანსაღებული ფსიქიკითა და აზროვნებით. ჩვენ არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი შეიძლება იყო სანდო პარტნიორი. არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი, როდესაც საუბრობს თავის ღირებულებებზე, სჯერა თავისი შელოცვების და ჩვენ არ გვექნება არავითარი ილუზია, რომ დასავლეთი ღალატს ჩაიდენს ნებისმიერ მომენტში. უღალატებს ნებისმიერს და უღალატებს თავის ღირებულებებს. სად გაგონილა, რომ საკუთრების უფლება სრულიად გათელილიყო თითის დატკაცუნებით. სად გაგონილა, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც დასავლეთის სასამართლო სისტემის საყრდენი, უბრალოდ უხეში ფორმებით დარღვეულიყო. გარწმუნებთ, აუცილებლად გავუმკლავდებით. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არანაირად აღარ ვიყოთ დამოკიდებულნი დასავლეთზე ჩვენი ცხოვრების იმ სფეროებში, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.