„ყველამ უნდა გადააზიაროთ [ქარდები]“ - ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აღმზრდელებს

პუბლიკა

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ხალვაში ბაღის თანამშრომლების სოციალურ ქსელებში რუსული კანონის მხარდამჭერი ქარდების გადაზიარებას აიძულებს.

ვრცელდება აუდიოჩანაწერი, სადაც ია ხალვაში ბაღების ყველა თანამშრომლისგან ქარდების გადაზიარებას მოითხოვს ფეისბუქზე.

ამბობს, რომ დააკვირდება, ვინ, როგორ შეასრულებს დავალებას.

„ახლა რაც ჩავაგდე აქ, ეს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, თქვენი ბაღების ყველა თანამშრომელმა უნდა გააზიაროთ ფეისბუქ გვერდზე… ყველა თანამშრომელმა. მე მივადევნებ თვალყურს, დარაჯებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი… ვისაც აქვს სოციალური ქსელი ყველამ უნდა გადაამრავლოს და გადააზიაროს.”, – ისმის აუდიოჩანაწერში.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ია ხალვაშს, გვაინტერესებდა, თუ ვისგან მიიღო თავად დირექტივა, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერი ქარდების გაზიარებაზე მითითებები მიეცა ბაღის აღმზრდელებისთვის.

ია ხალვაშმა ,,პუბლიკასთან” ჩანაწერის ავთენტურობას უარყო , თქვა, რომ ეს „ცილისწამებაა“ და ხმა, რომელიც ჩანაწერში ისმის, მისი არაა.

„ეს ცილისწამებაა და ამას მიხვედავ“ – თქვა მან.

რუსული კანონის მხარდასაჭერი ე.წ ქარდები „ოცნების” წარმომადგნელების, მათი მხარდამჭერებისა და პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდება.