ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად - ღარიბაშვილი უკრაინაზე

პუბლიკა

„ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს~, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.

მისი თქმით, მოლაპარაკებებისკენ მოწოდების ნაცვლად უფრო მეტია აგრესია და ესკალაცია.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ დაიწყოს საუბარი, პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს [კახოვკაზე] ერთ-ერთი გამოვლინებაა და დღემდე შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად 20%-ია ოკუპირებული. ყველაზე უფრო მძიმეა ადამიანების დანაკარგი, 500-ზე მეტი ბავშვია გარდაცვლილი და 10 ათასობით ადამიანია დაღუპული. ეს არის უბედურება, ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. მშვიდობიან მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

როგორ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული. მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე,რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას მშვიდობას, ომის დასრულებას, გამთლიანებას“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.