ყველამ უნდა იცოდეს ბათუმში, ვისაც აქვს 37 ტემპერატურა, გაიკეთოს გამოკვლევა – გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აჭარაში გამკაცრებული კონტროლია, რათა ინფექცია რეგიონიდან არ გავიდეს და რეგიონშივე მოხდეს კერის ლოკალიზება.

„ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, სწორი ინფორმაციის მიტანით. ყველამ უნდა იცოდეს დღეს ბათუმში, რომ ვისაც 37 აქვს უკვე ტემპერატურა, უნდა გაიკეთოს შესაბამისი გამოკვლევა. დაავადების ადრეულ ეტაპზევე დაწყებული მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა.

ტემპერატურის მიზეზი სხვა ბევრი დაავადება შეიძლება იყოს, ამიტომ საჭიროა დიფერენცირება და ამისთვის უნდა ჩავიტაროთ ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ტემპერატურის მიზეზს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია მკაცრი თერმოსკრინინგი ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში, ასევე, ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელისთვის. გამყრელიძე ურჩევს მოსახლეობას, სიმპტომების გამოვლენისთანავე დარეკოს 112-ში, რომლის დახმარებითაც გაივლიან ექიმთან კონსულტაციას.