ყველამ ვიცით, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის - დეგნანი

პუბლიკა

ჟურნალისტებმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს რუსეთთან აფილირებული ჯგუფების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ ჰკითხეს. დეგნანის თქმით, ყველამ კარგად იცის, თუ საიდან ფინანსდებიან აღნიშნული ჯგუფები.

„მგონი, ყველამ ვიცით, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, რათა საქართველოში არასტაბილურობა გამოიწვიონ, ქართველები ძალიან გონიერი ხალხია და ყველა კარგად ხვდება ამას“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია  დაუშვებელია კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში ადამიანებისთვის ხელის შეშლა, მით უფრო, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, შეკრებისა და „ღირსების მარშის“ გამართვის თავისუფლება ქუჩაში და ა.შ.