ყველას 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, ყველა ბავშვს – 500, ეს არის ჩვენი გეგმა – მელია

პუბლიკა

„სწრაფად, ფულადი დახმარება ყველას“ – ამ სლოგანის ქვეშ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის გეგმა წარადგინა. მისი თქმით, პარტიას აქვს სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა, რაც გულისხმობს ფულად დახმარებას ყველასთვის.

„ჩვენ ვიმუშავეთ კოლეგებთან ერთად, ჩვენს რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად რაც მიგვაჩნია, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა – ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვს 50 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს – 500 ლარი. დიახ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, –  განაცხადა ნიკა მელიამ.