რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსეი ჟურავლიოვი გერმანელ ჟურნალისტებს მოკვლით დაემუქრა.
რუსი პროპაგანდისტი ტელეწამყვანისა და ასევე დეპუტატის ევგენი პოპოვის გადაცემა „60 წუთში“ 5 აგვისტოს აჩვენეს ერთ-ერთი საერთაშორისო გამოცემი რეპორტაჟი, თუ როგორ მუშაობს გერმანელების მიერ სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაცემული, ერთ-ერთი მოწინავე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Panzerhaubitze 2000.
სიუჟეტის შემდეგ კი ტელეწამყვანმა სტუმრებთან ერთად გააკრიტიკა გერმანია ამ დახმარების გაწევისთვის, გერმანელ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს კი „გებელსის შთამომავლები“ და „სტუდიის ვირთხები“ უწოდეს.
შემდეგ კი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ალექსეი ჟურავლიოვი ჟურნალსიტებს დაემუქრა კიდეც.
„მინდა ვუთხრა ამ „ნაციკებს“ და არ მომერიდება ამისი თქმა: ბო**ბო, ჩვენ მოვალთ და ყველას დაგხოცავთ“, – თქვა ჟურავლიოვმა.
ევგენი პოპოვმა დეპუტატის დამშვიდება სცადა და თქვა, რომ ისინი ჟურნალისტები, პროპაგანდისტები არიან და არ შეიძლება მათი დახოცვა. თუმცა, ჟურავლიოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა – „ფეხებზე მკიდია, თავად წავალ და თუ იქ ვნახავ, დავხოცავ“.