„ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, დამიბრუნონ“- დოთიაშვილის ცოლი

პუბლიკა

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ლევან დოთიაშვილის ცოლი, სოფიო ანდრიაძე ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრობს. ის ამბობს, რომ არაფერი იცის ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„არაფერი ვიცი ჯანმრთელობის შესახებ. ყველას ვთხოვ, თუ ვინმეს დახმარება შეუძლია, რომ დამიბრუნონ, მეტს არაფერს არ ვითხოვ. ჯანმრთელი დაუბრუნონ თავის შვილებს, თავის ოჯახს. მეც ყველაფერს ველოდები, რა იქნება… მარტო ვთხოვ ღმერთს იმას, რომ ჯანმრთელი დაგვიბრუნონ.  ბაზრიდან ახალი მოსული იყო, დაღლილი, დაქანცული, საშინაო ფორმით არის წასული. ვაშლი უნდა დაედო და ბაღში უნდა წავსულიყავით”, – ამბობს ის. 


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.