ყველას წყარო ცნობილია, ახალი შემთხვევებიდან 17 ბოლნისიდანაა – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია.

„გუშინ დილით იყო 652 დადასტირებული შემთხვევა. შემოგვემატა 19 ახალი დადასტურებული. 10 გამოჯანმრთელებულია. 266 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ახალი  შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია – 17 არის ბოლნისი. ორი სოფელია, ძირითადად, გეტა და მუშევანი. დანარჩენი ორი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, მეორე საკარნტინო სივრციდან.

ჩვენთან სამი ახალი პაციენტია შემოყვანილი ბოლნისიდან. ერთო ოჯახის სამი წევრია. ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ყველამ თავის თავს უნდა დაუწესოს თვითშეზღუდვა, რადგან ამაზეა დამოკიდებული ვირუსის შემდგომი გავრცელება.

„დარჩი სახლში – ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევევაა 671, აქედან გამოჯანმრთელებულია 383, გარდაიცვალა 12 ადამიანი.