„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის" - მოსახლეობის 39%-ის განწყობა პანდემიაზე | NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, საერთო ჯამში, როგორ შეაფასებთ, როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ კარგად, 33% მიიჩნევს, რომ ცუდად, 7% ამბობს, რომ არ იცის – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე – ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს თქვენს გრძნობებს საქართველოში კორონავისრუსთან დაკავშირებით, მოსახლეობის 33% ამბობს, რომ ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვეთ, 39% – ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 6% – კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, 22% – არ ვიცი.

შეკითხვაზე – აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, მოსახლეობის პასუხი ასეთია:


„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი განწყობის კვლევას აქვეყნებს.

კვლევა დაფუძნებულია 2020 წლის დეკემბრის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე, ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-24 დეკემბერს.

NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე – სულ 2 053 დასრულებული ინტერვიუ.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), ასევე კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1%