ყველაზე დიდი ქველმოქმედება ჩემი პოლიტიკაში მოსვლა იყო - ივანიშვილი

პუბლიკა

„ყველაზე დიდი ქველმოქმედება რაც გამიკეთებია, ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

„პირდაპირი მნიშვნელობით ჩემი სიცოცხლის რისკი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკი დავდე სასწორზე და მე ვთვლი, რომ ვაჩვენე ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა აჩვენოს. თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში ნიჭიერება და გამოცდილება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, მისი ბოლო ინტერვიუა. მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც არ იქნება. მან აღნიშნა, რომ  ის სიტყვას არ დაარღვევს და ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება გუნდის ნებისმიერ წევრთან პოლიტიკურ თემებზე.

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა წერილი, რის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ის ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პარტიას.