ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ქვეყანა რისკებისგან და გვაცადეთ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ საუბრობს მმართველი ძალა ბიჭვინთის საკითხზე, ასევე გუშინ რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ კონცეფციაზე. 

„ჩვენი ხელისუფლება მაქისიმალურად ზრუნავს იმაზე, რომ უსაფრთხოების კუთხით რისკები განეიტრალდეს, მაქსიმუმს ვაკეთებთ საამისოდ და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ათი წლის განმავლობაში არ გვქონია ომი. პირველი ხელისუფლება ვართ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომლის პირობებშიც არ ყოფილა ომი და რომლის პირობებშიც რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა.

ერთადერთი რაც იყო, არის სამწუხარო ბორდერიზაცია, რაც ასევე წინა ხელისუფლებისგან დატოვებული მემკვიდრეობაა. მაქსიმალურად ვზრუნავთ უსაფრთხოებაზე და შედეგებით შევადაროთ. 20% ჩააბარეს, გინდაც ბიჭვინთა, გინდაც ბორდერიზაცია ყველაფერი მათი მემკვიდრეობაა და მათ დაგვიტოვეს. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა რისკებისგან და გვაცადეთ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.