ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა კლინიკაში, გამოჯანმრთელებულია, ეწერება ბინაზე - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს ბინაზე გაეწერება.

„ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო ქალი, სომატურად დამძიმებული ანამნეზით. დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანმო (ამგვარ შემთხვევას) პირველ ადგილზე აყნებს კორონავირუსის ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან. ანუ, თუ ანამნეზში გვაქვს არტერილი ჰიპერტენცია და გულის უკმარისობა, სწორედ ასეთ კატეგორის მიეკუთვნებოდა ქალი, შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი, ვინაიდან უცნობია ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის, ამიტომ ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. პაციენტის მდგომაროება შემოსვლისთანავე შეფასდა მძიმედ, კრიტიკულად; იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან უჭირდა ძალიან სუნთქვა. იყო ძილიანი.

ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე. ანუ კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა მივიჩნიო, რომ ასეთი პაციენტი, გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს, რა თქმა უნდა, ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არის“, – აცხადებს რატიანი.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურაბელიძის დაზუსტებით ეს პაციენტი 15 მარტს მოთავსდა მათ კლინიკაში, ის ბელგიიდან ჩამოვიდა, და შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა.

მისივე განმარტებით, პაციენტი, პროტოკოლის მიხედვით, 2 კვირა სახლში იქნება თვითიზოლაციაში.