ზახაროვას თქმით, სანქციების გამო ლავროვი ჟენევაში გაეროს შეხვედრაზე ვერ მიდის - მედია

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დააკისრა და საჰაერო სივრცე დაუკეტა, სერგეი ლავროვი ჟენევაში გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მარია ზახაროვამ რუს ტელეწამყვან ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში გააკრიტიკა გაერო, რომელიც არაა დარწმუნებული, უზრუნველყოფს თუ არა ჟენევაში ლავროვის მოხვედრას.

ზახაროვას თქმით, რუსულ დელეგაციას იქ უმნიშვნელო შეხვედრებში არ უნდა მიეღო მონაწილეობა. საუბარია სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავებაზე, როგორიცაა განიარაღება და ადამიანის უფლებები. ამიტომ, მისი თქმით, ასეთი კრიზისის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჟენევაში ლავროვის ჩასვლა და ეს გაეროს პასუხისმგებლობა იყო.