ღამით რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის რეგიონებზე, მათ შორის ზაპოროჟიეზე, სადაც სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 3 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, 15 მრავალსართულიანი შენობა, 10 კერზო სახლი.
ზელენსკის თქმით, ორშაბათს ღამით დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიც დაბომბეს – „სულ 140-ზე მეტი დრონი გამოიყენეს“.
„სუმიში დაზიანდა პურის ქარხანა, სკოლა და საბავშვო ბაღი. ერთი ადამიანი დაშავდა“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე დაიწყო მუშაობა და მოიუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, „რუსეთზე მართლაც ძლიერი ზეწოლა მოახდინოს“.