ზარდიაანთკარიდან გატაცებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია - ახვლედიანი

პუბლიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ გატაცებული მირიან თეზიაშვილი დღეს გაათავისუფლეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზარდიაანთკარელი 65 წლის მირიან თაზიაშვილი 21 დეკემბერს გაიტაცეს. ის ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მირიან თაზიაშვილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტირიაზეა.