ზარდიაანთკარში ნოემბერში ოკუპანტების მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს - DRI

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  ხელისუფლებას მიმართავს, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

პუბლიკა“ დეტალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.