ნაცემია ენმ-ის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. მან ტელეკომპანია „პირველთან” თქვა, რომ თავს საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ სახლთან დაესხნენ, მისი თქმით, მას თავს დაესხნენ კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. მომხდარს ეძგვერაძე სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
როგორც ეძგვერაძე ამბობს თავს დაესხა 30-ზე მეტი ადამიანი, მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნებში დედაქალაქის მერს და კოტე ზარნაძეს „გვერდში უდგას”. ეძგვერაძის თქმით, შეუძლია ყველა მათგანის ამოცნობა.
„შემომიცვიდნენ ეს არაკაცები, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს ასეთ თავდასხმას ვერ გაბედავდნენ… გამისწორდნენ, ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა, ეს იმის გაგრძელებაა… ამოცნობით ყველას ამოვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოცნობა შემიძლია. ზარნაძეს უდგანან ესენი არჩევნებში, კალაძესაც… ზანრაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ. ზარნაძე რომ არის დამკვეთი 100 პროცენტიტთ ვიცი. 30-ზე მეტნი იყვნენ, ბევრნი იყვნენ”, – უთხრა ირაკლი ეძგვერაძემ „ტვ პირველს”.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შსს-ს, არიან თუ არა დაკავებულები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირები. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.