მარიამ სიჭინავა, რომელსაც „ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ შეურაცხყოფისთვის უჩივლა, 4000 ლარით დააჯარიმეს.
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავასთან ერთად ასევე უჩივლა კერენ ესებუას, რომელსაც სასამართლომ 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მას შემდეგ უჩვილა, რაც აქტივისტები მას ზუგდიდში რესტორანთან დახვდნენ და პროტესტი გამოხატეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.