ზატულინი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება არ იქნება - ამ მატარებელმა ჩაიარა

პუბლიკა

„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არანაირი დაბრუნება არ იქნება“ – აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი, კონსტანტინ ზატულინი.

„ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის არანაირი დაბრუნება არ იქნება. რუსეთი არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებაზე ან არ დაატანს მათ ძალას, როგორც ამას ზოგიერთი იმედოვნებდა. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით. რაიმე დროებითი სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილების შეცვლის გეგმა არ არსებობს და არ იქნება”, – აცხადებს ის.

14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა“ და ამის „არაერთი სამტკიცი“ არსებობს.

მისივე თქმით, „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.