ზელენკსი უკრაინის მოქალაქეებს: „იმედი მაქვს, რომ მალე გეტყვით, დაბრუნდით“

პუბლიკა

„იმედი მაქვს, რომ მალე ვეტყვით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდი, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, – მიმართავს უკრაინელ ხალხს პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი.

მისი მორიგი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

მიმართვაში ზელენსკი საუბრობს, როგორ აღდგება ქვეყანა, გააგრძელებს დასავლურ კურსს და განვითარებას.

ზელენსკიმ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში სამშვიდობო დერეფნების გახსნა და იმედი გამოთქვა, რომ ქალაქებში ის პირები დარჩებიან, ვისაც ეს შეუძლია.