უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უინესკოს წევრი აღარ უნდა იყოს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პრეზიდენტი სვიატოჰირსკის ლავრაში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და დაწერა რომ უკრაინა გაეროსა და იუნესკოსგან სამართლიან პასუხს ელოდება.
„31 მაისს უმაღლესმა რადა იუნესკოს მიმართა, რუსეთს ჩამოერთვას ორგანიზაციის წევრობა. უკრაინული დიპლომატია თანმიმდევრულად მუშაობს ამაზე. რუსეთის გარდა არცერთ ქვეყანას არ გაუნადგურებია ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ადგილი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის მიერ გადამწვარი ყველა ეკლესია უკრაინაში, ყველა აფეთქებული სკოლა, ყველა დანგრეული მემორიალი ამტკიცებს, რომ რუსეთს არ სწამს იუნესკოსი.
ბარბაროს სახელმწიფოს რაზე უნდა ელაპარაკო? სახელმწიფო ტერორისტს?დაახლოებით რომელი საარტილერიო ჭურვები ჯობია ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებისთვის?
გაეროსგან და იუნესკოსგან ლოგიკურ და სამართლიან პასუხს ველით. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი ქარტია არ უზრუნველყოფს ტერორისტებთან შეთავსებას. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული, მან პასუხი უნდა აგოს მის დანაშაულებზე“, – წერს ზელენსკი.