ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზელენსკი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

Twitter-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ ევროპას მშვიდობას მოუტანს საქართველოს და უკრაინის სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპანტების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

„საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 15 წლისთავზე გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას ქართველ ხალხის მიმართ და ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია, რუსი ოკუპანტების დასჯა და მათ მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება არის ის, რაც მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს ევროპასა და მსოფლიოს”, – წერს ზელენსკი.