ზელენსკი ბაიდენს მიმდინარე კვირაში საფრანგეთში შეხვდება

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მიმდინარე კვირაში შეხვდებიან. შეხვედრა საფრანგეთში, ნორმანდიაში გაიმართება.

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პრეზიდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ისაუბრონ უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია ამერიკას გააგრძელოს და გააღრმავოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”.

სალივანის თქმით, ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს ასევე შეხვდებიან  „დიდი შვიდეულის” (G7) სამიტზეც, რომელიც 13-15 ივნისს იტალიის სამხრეთში უნდა გაიმართოს.