უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და „მის 19 თანამზრახველს”.
ზელენსკის თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს, 5 დეკემბრის დილას მოაწერა.
უკრაინის პრეზიდენტმა დილის მიმართვაში თქვა:
„სანქციები მიემართება საქართველოს მოქმედი მთავრობის ნაწილს, რომელიც საქართველოს პუტინს უმორჩილებს.
საქართველოში ამის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებია.
მნიშვნელოვანია, რომ ახლა პარტნიორებმაც ისაუბრონ თავიანთ პოზიციაზე, გულწრფელად განაცხადონ რა ხდება.
თქვენ უნდა იმოქმედოთ.
ასე ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში: თუ დროულად და პრინციპულად არ რეაგირებ, ათწლეულები იკარგება, ქვეყნებს კი თავისუფლებას ართმევენ.
თქვენ არ შეგიძლიათ არავის დაკარგვა რეგიონში: არც საქართველოს, არც მოლდოვის, არც უკრაინის. ჩვენ ჩვენი თავი მოსკოვისგან ერთად უნდა დავიცვათ.
უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და მის თანამზრახველებს – 19 ადამიანს, იმათ, ვინც ყიდის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.
მოვუწოდებთ ევროპას, აშშ-ს, ყველას მსოფლიოში, ანალოგიურად მოიქცეს – იმოქმედოს პრინციპების შესაბამისად.
დიდება უკრაინას“.
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან:
- ბიძინა ივანიშვილი;
- გრიგოლ ლილუაშვილი;
- კახა კალაძე;
- მიხეილ ჩინჩალაძე;
- მამუკა მდინარაძე;
- ვახტანგ გომელაური;
- ოთარ ფარცხალაძე;
- ირაკლი რუხაძე;
- ლევან მურუსიძე;
- ვიქტორ ჯაფარიძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- გიორგი ხაინდრავა;
- ირაკლი კობახიძე;
- გიორგი კობახიძე;
- ზვიად შალამბერიძე;
- შალვა თადუმაძე;
- თეა წულუკიანი;
- ირაკლი ქარსელაძე;
- კახა ბექაური.