ზელენსკი: ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ლიდერები უკვე მუშაობენ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე.

„გუშინ ვაშინგტონში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ და უკრაინისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ შინაარსზე“, – დაწერა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დღეს ლიდერების დონეზე გაგრძელდება კოორდინაცია – „იქნება დისკუსიები და ვამზადებთ შესაბამის ფორმატებს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ხვალ. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც ამჟამად მუდმივ კონტაქტზე არიან. უსაფრთხოების გარანტიები იქნება“.

19 აგვისტოს დაგეგმილია „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერების შეხვედრა, რომელსაც ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი.