AFP-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა პარასკევს, ფრანკფურტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა.
შეხვედრას „ერთი-ერთზე“ სახე ექნება და გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო მხარდამჭერები, მათ შორის, შეერთებული შტატები, შეიკრიბებიან გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ კიევის მხარდაჭერას.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკის დასწრება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას.