ზელენსკი დახმარებისთვის მადლობას უხდის შვედეთს და პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დახმარებისთვის მადლობას უხდის შვედეთს და პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს.

„შვედეთი უკრაინას სამხედრო, ტექნიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. მადლიერი ვარ შვედეთის პრემიერ-მინისრტრის ეფექტიანი მხარდაჭერისთვის. ანტიპუტინურ კოალიციას ვაშენებთ ერთად!“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.