ზელენსკი: ერთ-ერთ ევროპელ პოლიტიკოსს სურდა, ენახა, რომ ბუჩის ომის დანაშაული დადგმული არაა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ-ერთმა ევროპელმა ლიდერმა მას მტკიცებულება მოსთხოვა, რომ ბუჩის ტრაგედია დადგმული არაა.

„ყველაზე ცუდი, რაც ზელენსკიმ მოისმინა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში? ევროკავშირის წამყვან პოლიტიკოსს სურდა ენახა მტკიცებულება, რომ ბუჩის ომის დანაშაულები არ იყო დადგმული!

რიტორიკა, რომელიც სხვაგვარად მხოლოდ პირდაპირ კრემლიდან მოდის“, – თქვა ზელენსკიმ.

BILD-ის  კითხვაზე, არის თუ არა ეს პოლიტიკოსი ევროპის მთავრობის მეთაური, ზელენსკი მკაფიოდ პასუხობს „დიახ“.

გამოცემის ცნობით, მას არ სურდა საუბარი იმაზე, თუ ვინ არის ის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკი უნგრეთის პრემიერზე, ვიქტორ ორბანზე საუბრობს.