უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროკიმისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ევროპა ისეთივე ერთიანი იყოს ახლა, როგორც 2022 წელს, ომის დაწყების დროს და რომ ეს ხელს შეუწყობს „ნამდვილი მშვიდობის“ მიღწევას.
ზელენსკი ამბობს, რომ „პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით“ და დასძენს, რომ ყველას განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი იქნება, რამდენიც მოვისმინეთ. მისი თქმით, ამის გაკეთება ახლა, იარაღის ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა.
შედეგად, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომელიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზია, დასძენს ზელენსკი.
ზელენსკი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კონსტიტუცია „შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას“ და ეს მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ სამმხრივ სამიტზე.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას ევროპასთან ერთად.
„ჩვენ გვჭირდება, რომ გარანტიები პრაქტიკაში მუშაობდეს – ისევე, როგორც ნატოს წესდების მე-5 მუხლი“, – თქვა ზელენსკიმ.