თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი პოზიცია, რომ ნებისმიერი გარიგება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საკმარისი არ იქნება.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, როცა ევროპელები მზად არიან კონტინგენტებისთვის, მათ სჭირდებათ აშშ-ის მხარდაჭერა. თუ არ იქნება შეერთებული შტატები [ჯარი], ჩვენ არ გვეყოლება რაიმე კონტინგენტი. პუტინი არასოდეს გაჩერდება და უფრო შორს წავა. მას ვეზიზღებით. იცით, ეს ჩემზე არ არის. მას სძულს უკრაინელები. მას ჰგონია, რომ ჩვენ ერი არ ვართ“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პუტინს სურს უკრაინელების განადგურება.
ზელენსკიმ ტრამპის საპასუხოდ თქვა, რომ პუტინმა 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან.
„ამიტომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას. ეს არ იმუშავებს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. … ეს დოკუმენტი საკმარისი არ არის, საკმარისია ძლიერი ჯარი, რადგან მის ჯარისკაცებს ეშინიათ“, – თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა ტრამპის განმეორებით კომენტარებს ომში დაღუპული ადამიანების შესახებ და თქვა:
„პრეზიდენტი საუბრობს ადამიანებზე და ჯარისკაცებზე, რომლებიც იღუპებიან, მაგრამ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე მოვიდნენ. ისინი ჩვენს მიწაზე მოვიდნენ. მათ დაიწყეს ეს ომი და უნდა შეწყვიტონ. გაიყვანეს ეს მტრები, ჩვენი მტრები. გაიყვანეთ ეს ჯარები ჩვენი მიწიდან“.
ტრამპმა ზელენსკის კამათის დროს უთხრა, რომ ახლა რომ შეეძლოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ეტყოდა, ეს გაკეთებინა, რადგან ტყვიები შეჩერდებოდნენ.
ზელენსკი ამბობს: „რა თქმა უნდა, მინდა ომის შეჩერება“
ტრამპი: „შენ ამბობ, რომ არ გინდა ცეცხლის შეწყვეტა“
ზელენსკი ამბობს, რომ მას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურს გარანტიებით.