ზელენსკი: მიუხედავად პუტინის სიტყვებისა, რომ მზადა, შეწყვიტოს თავდასხმები, არაფერი შეცვლილა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს დისტანციურად ჩაერთო. მოგვიანებით მან მიმართვის ვიდეო გამოაქვეყნა.

მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ დაიჯერონ რუსული ტყუილი, თითქოს მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ, რადგან რეალობა საპირისპიროს აჩვენებს.

„გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა – იყო 171 დარტყმა, ძირითადად „შაჰიდებიდან”. ერთ0ერთ ქალაქში, კროვიპნიტსკიში, ცენტრალურ უკრაინაში, საცხოვრებელი კორპუსები, ეკლესია და სკოლა დაზიანდა. დაჭრილებს შორის 4 ბავშვია.

გუშინ საღამოს რუსული დარტყმა განხორციელდა ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე. უკრაინაში ჩვენ ამას ყოველდღე და ყოველღამე ვუმკლავდებით. და მიუხედავად პუტინის სიტყვებისა, რომ „მზად არის, შეწყვიტოს თავდასხმები”, არაფერი შეცვლილა”. – თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ამოქმედდეს „ევროპის გადაიარაღების” პროგრამა.

„უკრაინას აქვს ეფექტიანი და თანამედტოვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით დრონებსა და ელექტრონულ ომში, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ევროისა და ჩვენი მსოფლიო პარტნიორებისთვის. შემდგომი განვითარება და გაზრდილი ეფექტიანობა ევროპულ ინვესტიციებთან ერთად უკრაინაში წარმოების და თანაწარმოების კუთხით ევროპის უსაფრთხოების ახალი საძირკვლისთვის გადამწყვეტია”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა, გააგრძელონ რუსეთზე ზეწოლა და სანქციების დაწესება მანამ, სანამ „ის არ დაიწყებს ჯარების გაყვანას უკრაინის მიწიდან და სრულად აანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც მისმა აგრესიამ მოიტანა”.

მისი განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა „უნდა შეწყვიტოს არასაჭირო მოთხოვნების დაყენება, რომლებიც მხოლოდ ახანგრძლივებს ომს და უნდა დაიწყოს იმ დაპირებების შესრულება, რომლებსაც მსოფლიოს წინაშე დებს”.

გარდა ამისა, ილაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გუშინდელ სატელეფონო საუბარზეც და მას „პროდუქტიული” უწოდა.

„უკრაინა თავიდანვე იმ საკითხების მხარდამჭერი იყო, რასაც ახლა განვიხილავთ – ცეცხლისა და თავდასხმების შეწყვეტა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე და ზღვაში. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას.

პუტინმა უნდა შეწყვიტოს არასაჭურო მოთხოვნების დაყენება, რომლებიც მხოლოდ ახანგარძლივებს ომს და უნდა დაიწყოს იმ დაპირებების შესრულება, რომლებსაც მსოფლიოს წინაშე დებს. ამ დროისთვის შესაძლებელი იქნებოდა, მთელი კვირა ყოფილიყო დახოცვის, თავდასხმების, ცეცხლის გარეშე, ოუტინი რომ არ იყოს ერთადერთი, რომელიც ამ ომს აგრძელებს”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.