ზელენსკი: მოგიწოდებთ, გაზარდოთ ზეწოლა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე

პუბლიკა

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა მათ საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებით ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღონ.

„მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენი კონტინენტის გეოპოლიტიკური სიცხადისა და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მუშაობას. ეს შესაძლებელია მხოლოდ ყველა ევროპული ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოს სტრუქტურებში ჩართულობით. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ უნდა დარჩეს გაერთიანებული ევროპისა და ალიანსის მიღმა – ეს მოიცავს უკრაინას, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებს. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებული მაფია საქართველოში მუშაობას ქვეყნის პუტინის გავლენის ქვეშ მოსაქცევად და ქვეყნის ევროპული გზისგან დასაშორებლად. თბილისში ამჟამინდელი მთავრობა უარს აცხადებს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.

მე მოგიწოდებთ თქვენ, რომ გაზარდოთ ზეწოლა, განსაკუთრებით ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა უზრუნველყოთ, რომ მათ ვერ მიიღონ ვერანაირი სარგებელი საქართველოს ევროპული მომავლის წართმევასა და ათწლეულების პროგრესის გაფლანგვით. ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ევროპაში ერთი ქვეყნის დაკარგვასაც კი – თუ ერთი წაიქცევა, ეს დაგვაახლოებს დაყოფასა და კონფლიქტთან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.