ზელენსკი: ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა

პუბლიკა

7-8 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰერო იერიში 46 დრონით მიიტანა.

მათი ნაწილი „ირანული” შაჰიდი იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩამოაგდეს 9 დრონი, 31-მა კი თავის მიზანს ვერ მიაღწია.

დრონების გარდა, უკრაინა აცადებს, რომ რუსეთმა მათ წინააღმდეგ გამოიყენა უპილოტო რაკეტა „ისკანდერ მ”.

თავდასხმა შეეხო ხარკივის, დნეპტოპეტროვსკის და დონეცკის ოლქებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, სავამორსკის რაიონსი დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და მაღაზია.

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ რუსეთში, ბელგოროდის ოლქში. ეს უმაღლეს დონეზე ბელგოროდში უკრაინული შენაერთების შესახებ ყოფნის პირველი დადასტურებაა.

„გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა: ვართ კურშინსა და ბელგოროდის ოლქში – ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია – ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა”. – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ქმედებების მიზანია ბელგოროდის მეზობლად მდებარე უკრაინული სუმისა და ხარკივის რეგიონებში მოსახლეობის დაცვა, რომლებსაც რუსეთი რეგულარულად ბომბავს.