ზელენსკი: პუტინი მალე მოკვდება, ეს ფაქტია და ყველაფერი დასრულდება

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეშინია. ამის შესახებ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია, თავად იგი მოახდენს ამაზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას. ჩვენი პარტნიორები თუ იმდენად ძლიერები იქნებიან, რამდენადაც არიან, თუ ისინი მოისურვებენ არა სუპერ ძალის, არამედ უბრალოდ საკუთარი რეალური ძალის დემონსტრირებას, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ პუტინზე, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, მას ამის ეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ძალაუფლების დაკარგვა არის კიდევ ერთი რამ, რისიც პუტინს ეშინია.

„ეს დამოკიდებულია საზოგადოების სტაბილურობაზე, მაგრამ, ამავდროულად, მის ასაკზეც. ფაქტია, რომ ის მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება. მისი საკითხი, შეიძლება, იქამდე დასრულდეს, ვიდრე ის დაასრულებს თავის აბსოლუტურად უსაფრთხო და წარუმატებელ ისტორიულ ცხოვრებას. აი, რისი ეშინია მას“, – თქვა ზელენსკიმ.