ზელენსკი პუტინს: დაჯექით ჩემთან ერთად, ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები ომის შეჩერების ერთადერთი გზაა.

“რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. თუ ახლა არ გინდა წამოსვლა, დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე თავისუფალი ვარ. მე არ ვიკბინები, მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან, ისაუბრე. რისი გეშინიათ, ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ და სხვის მიწებს არ ვატაცებთ.” – მიმართა ზელენსკიმ პუტინს.