ზელენსკი რუსებს: თუ ახლა გაჩუმდებით, თქვენ ნაცვლად სიღარიბე ილაპარაკებს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ ისინი დუმილს შეინარჩუნებენ, მათ ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ამეტყველდება.

„რუსეთის მოქალაქეებს ახლა იგივე არჩევანი უდგას [რაც უკრაინელებს]. ამ საათებში. ამ დღეებში. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი სიცოცხლესა და მონობას შორის. დღეს. ხვალ. მომდევნო კკვირას არის დრო, როდესაც ბოროტების დამარცხება აუნაზღაურებელი დანაკარგის გარეშე შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან.

„რუსეთის მოქალაქეებო! თქვენთვის ეს ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინის მშვიდობისთვის არის, არამედ ეს ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვისაც არის და ყველაფერი კარგისთვის, რაც მასში იყო – თავისუფლებისთვის, რომელსაც ხედავდით და სიმდიდრითვის. თუ ახლა გაჩუმდებით,  თქვენ ნაცვლად მხოლოდ სიღარიბე ილაპარაკებს, პასუხს კი მხოლოდ რეპრესიები გასცემს. არ გაჩუმდეთ!“, – განაცხადა ზელენსკიმ.