ზელენსკი: მადლობა თითოეულ უკრაინელს, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მან მადლობა გადაუხადა „ყველას, ვინც იმუშავა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო და ყველას, ვინც უკრაინას დაეხმარა”.

„თითოეულ უკრაინელს ვულოცავ. ასევე ვულოცავ მოლდოვასა და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ის ადამიანები წერენ, რომლებიც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლაში”. – დაწერა X(twitter)-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე განცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მათ უკრაინის მხარდჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.