ზელენსკი: სწორედ რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ მიმართვაში თქვა, რომ „უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის რაც შეიძლება მალე: ჩვენ შევთავაზეთ კონკრეტული ნაბიჯები“.

ის გამოეხმაურა რუსეთის 7 მარტის თავდასხმებს და თქვა, რომ ეს შეტევაც ენერგეტიკულ სისტემაზე და სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთბისთვის ისე ჩვეულბერივად, საზიზღრად და ცინიკურად, მოხდა რუსეთისთვის „როგორც ყოველთვის, თითქოს უკრაინისა და მსოფლიოს მხრიდან ამ ომის დამთავრების მცდელობა საერთოდ არ ყოფილა“.

„ყოველდღე ახალი რუსული დარტყმები და თავად რეალობა ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი უნდა აიძულონ მშვიდობისკენ – შეაჩეროს ომი, რეალური დიპლომატიისკენ, [რომ] უზრუნველყოს უსაფრთხოება და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინული მხარე საუდის არაბეთში მომავალ კვირაში შეხვედრისთვის ემზადება.

როგორც ცნობილია, აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს. წინა კვირას ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა ვაშინგტონში კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა. აშშ-ში ვიზიტის დროს მოსალოდნელი იყო, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერდა მინერალების შეთანხმებას, რაც არ მოხდა.

4 მარტს, აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო. ამავე დღეს ზელენსკიმ დაწერა, რომ „უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვეს მყარი მშვიდობა“ და რომ მისი გუნდი და თავად მზად იყვნენ ემუშავეთ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ.

5 მარტს დონალდ ტრამპმა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მინერალებზე შეთანხმებას.