ზელენსკი: ტრამპს ომის საბოლოო შედეგის განსაზღვრაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია

პუბლიკა

დონალდ ტრამპს, გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია მიმდინარე ომის საბოლოო შედეგის განსაზღვრაში, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხს მისცა.

იგი ამბობს,  რომ ამერიკის პრეზიდენტს ნამდვილად აქვს საამისოდ პიროვნული თვისებები, მას შეუძლია საქმე გადაჭრით აკეთოს, “მას შესწევს პუტინის შეჩერების უნარი, ან უფრო სამართლიანად რომ ვთქვათ – მის შეჩერებაში ჩვენი დახმარების უნარი”.

ზელენსკის თქმით, კიევისთვის ახალი წლის დასაწყისში მთავარი პრიორიტეტი ფრონტის ხაზებზე სტაბილურობის მიღწევა იქნება. უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს უფრთხის, რადგან ამან შესაძლოა რუსეთს დამარცხება მოუტანოს.