ზელენსკი: თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, შემდეგი ბალტიის ქვეყნები იქნებიან

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დასავლეთს მოუწოდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება.

“თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ღმერთმა არ ქნას, ამას მოჰყვება ლატვია, ლიტვა, ესტონეთი. მერე საქართველო… ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ, ასე იქნება ” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები ომის შეჩერების ერთადერთი გზაა.

“რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. თუ ახლა არ გინდა წამოსვლა, დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ არა 30 მეტრის დაშორებით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე თავისუფალი ვარ. მე არ ვიკბინები, მე ნორმალური კაცი ვარ, დაჯექი ჩემთან, ისაუბრე. რისი გეშინიათ, ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ და სხვის მიწებს არ ვატაცებთ.” – მიმართა ზელენსკიმ პუტინს.