პრეზიდენტმა ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკასთან საუბრის შემდეგ მოლაპარაკებებში უკრაინის მხარის მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინა ბელარუსის საზღვარზე მდინარე პრიპიატის მიდამოებში.
ზელენსკი წერს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებების და დაბრუნების დროს ბელორუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.