უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი „ფაქტობრივად უკვე მზად არის”. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის, უსაფრთხოების გარანტიების საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად უკვე მზად არის. დეტალები ყურადღებით მუშავდება, ყველაფერი ყველა პარტნიორთან იქნება შეთანხმებული.
ახლა აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა სამხედრო მოქმედებების დასასრულებლად. შეხვედრების ეფექტური ფორმატების მიღწევა რეალური ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა რუსეთმა მკვლელობა და დარტყმები შეაჩეროს“, – თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელია, თუ უკრაინა იმოქმედებს ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა გლობალურ აქტორებთან ერთად.
6 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომელშიც 26 ქვეყანა დათანხმდა მონაწილეობას, მოიცავს დაცვას ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, ასევე კიბერუსაფრთხოებას და არმიის ფინანსურ მხარდაჭერას.