ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიას

პუბლიკა

უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროვიზიის კონკურსზე უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა.

„ჩვენი სიმამაცე შთაბეჭდილებას ახდენს მსოფლიოზე, ჩვენი მუსიკა იპყრობს ევროპას! მომავალ წელს ევროვიზიას უკრაინა უმასპინძლებს — მესამედ თავის ისტორიაში და მე მჯერა, არა ბოლოჯერ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთ დღეს უკრაინულ მარიუპოლში ვუმასპინძლოთ ევროვიზიას, მშვიდობიან და აღდგენილ მარიუპოლში“, — წერს ზელენსკი.