„დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მას უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მეგობრული ქართველი ხალხი, უკრაინელების მსგავსად, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ღირს. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და აყვავებას”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
Thank you, dear friend @Zourabichvili_S, for your kind words and support. The friendly Georgian people, like the Ukrainians, recognize that freedom and independence are worth fighting for. Our peoples’ ties will always serve to keep our nations free, independent, and prosperous.…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 24, 2024
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლიბის დღეა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას ის ვიდეომიმართვით მიულოცა.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!
მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.